ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი: ახალ შტამს ცუნამს ადარებენ და ეს ასეა – 3-ჯერ მეტი საწოლი გახდება საჭირო, თუ „ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდა

ახალ შტამს ცუნამს ადარებენ და ეს ასეა – 2-3-ჯერ მეტი საწოლი გახდება საჭირო, თუ „ომიკრონი“ გავრცელდა, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, განაცხადა.

„ჩვენს კლინიკაში არსებული 175 საწოლი არაფერში ეყოფა იმ მოთხოვნის ზრდას, რაც მოსალოდნელია „ომიკრონთან“ მიმართებით. ამიტომ, ჩემი აზრით, ამას უნდა დავუპირისპიროთ 2-ჯერ და 3-ჯერ გაზრდილი ნიღბის ხმარების, სოციალური დისტანციისა და ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.