ირაკლი ზარქუა – გორშიც იკრიბებიან „სტალინისტები“ და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბება „ნაცმოძრაობა” თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად

გორშიც იკრიბებიან „სტალინისტები“ და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბება „ნაციონალური მოძრაობა” თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან „ნაცმოძრაობის”  ხვალინდელ აქციას.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა” ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ მივიდა და ხვალ ისევ აქციას აწყობს. მანვე დასძინა, რომ მათ ქაოსი უნდათ შემოიტანოს დედაქალაქის ქუჩებში და ნუ მოვიტყუებთ ნურავინ თავს, რომ ამ ხალხს სჭირდება სტაბილიზაცია.

„პრეზიდენტის განცხადება, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, პრინციპული იყო, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არ შეიწყალებს. რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შეხვედრას, ეს ძალიან კარგია. თუ მათი შეხვედრის შინაარსია, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა განიმუხტოს და შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც იქნება ღია, გამჭვირვალე და არა ერთმანეთის გინება, არამედ იდეების და პროგრამების ჭიდილი, ეს მისასალმებელია.

თქვენ ნახეთ, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა” და ხვალ ისევ აქციას აწყობს, ქაოსი უნდათ შემოიტანოს დედაქალაქის ქუჩებში და ნუ მოვიტყუებთ ნურავინ თავს, რომ ამ ხალხს სჭირდება სტაბილიზაცია. ხვალინდელი მათი აქცია ალბათ, უკავშირდება თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს, ისევე როგორც გორშიც იკრიბებიან სტალინისტები და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბებიან თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად. ამის უფლება აქვთ, ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ მოქალაქეებს დისკომფორტს ნუ უქმნიან. ზოგი მოდის, ბავშვებს ასეირნებს და ქუჩების გადაკეტვა და შეძახილები, ხომ ვნახეთ, რომ ამას არ აქვს გაგრძელება, ხომ ვნახეთ პირველი ტალღა ჩაფლავდა და ახლა მოიწვიეს კიდევ “კგბ”- ს გენერალი, ბიძამისი ბატონი ალასანია, ტყუილად შეაწუხეს კაციც”, – განაცხადა ზარქუამ.