კანონზე მაღლა არავინ დგას – თუ ტრამპმა შეგნებულად დაუშვა ის, რაც 6 იანვარს მოხდა, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს-ადამ კინზინგერი

კანონზე მაღლა არავინ დგას – თუ ტრამპმა შეგნებულად დაუშვა ის, რაც 6 იანვარს მოხდა, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს,- ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა გაავრცელა.

კინზინგერის თქმით, წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტი, რომელიც 6 იანვრის მოვლენებს იძიებს, იკვლევს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.