ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია და სტაბილიზაციისკენ სვლა გრძელდება, თუმცა, დღიური ინფიცირების მონაცემები არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს – ამირან გამყრელიძე

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია და სტაბილიზაციისკენ სვლა გრძელდება. ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი მთავარი ინდიკატორები – ინციდენტობა, 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო 7 და 14 დღის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მაჩვენებლების კლების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს, რადგან კოვიდინფიცირების დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მაინც მაღალია.

„როგორც იცით, ყოველი სამშაბათის მონაცემებს ვადარებთ. ახალი შემთხვევების დღევანდელ მონაცემებს, რომელიც 2 700-ის ფარგლებშია, თუ წინა სამშაბათებს შევადარებთ, მაჩვენებლები მცირდება. წინა სამშაბათს იყო 3 282, ორი კვირის წინ – 3 986, 6 დეკემბერს – 4 509, 29 ნოემბერს 5 050, 22 ნოემბერს – 5 085, 16 ნოემბერს – 5 204, 9 ნოემბერს – 5 751, 2 ნოემბერს – 6 024. ანუ, ეს ორი თვეა, სტაბილიზაციისკენ ნელი ტემპით სვლა აღინიშნება. ამის მიუხედავად, დღევანდელი 2 700-ც, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზული ციფრია. ამიტომ, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password