თამარ გაბუნია „ომიკრონზე“: შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება მოსალოდნელია 15 იანვრის შემდეგ

ჯანდავის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება, სავარაუდოდ, მოსალოდნელია იანვრის მეორე ნახევარში, 15 იანვრის შემდეგ.

„ბოლო პერიოდში ჩვენ გარკვეული სტაბილიზაცია გვქონდა „დელტა“ შტამის ფონზე, თუმცა ვაქცინირებულებისა და კოვიდგადატანილების რაოდენობის გათვალისწინებით, ველოდებით, რომ ის ჯგუფი, რომელიც დარჩა იმუნური დაცვის გარეშე, იქნება „ომიკრონისთვის“ პირველი სამიზნე და გავრცელების ტემპი, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც იქნება მაღა. ამიტომ ვინარჩუნებთ ამ რაოდენობის მობილიზებულ საწოლებს“, – აცხადებს გაბუნია.