„ომიკრონის“ გამო, 3 კვირის შემდეგ, ქვეყანაში პანდემიის მე-6 ტალღის დაწყებაა შესაძლებელი – ივანე ჩხაიძე

„ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუმჯობესდა. პანდემიის მეხუთე ტალღა, რომელიც ძალიან დიდხანს, 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, შემცირებისკენ მიდის, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შტამისთვის დამახასიათებელი გავრცელების სისწრაფე ქმნის მოლოდინს, რომ იანვარში პანდემიის მე-6 ტალღა დაიწყება.

„რომ არა „ომიკრონი“,, ალბათ, შეგვეძლო პროგნოზირება, რომ საქართველოში, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა.

ახლა, სრულიად საპირისპიროა ჩვენი რეალური მოლოდინი. ჩვენ ველოდებით, რომ 3 კვირის შემდეგ, ქვეყანაში პანდემიის მე-6 ტალღის დაწყებაა შესაძლებელი“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.