სერგეი ლავროვი – რისი დაპატრონებაც ახლა ნატო-ს სურს, როგორც პუტინმა თქვა, ჩვენი სახლის კარია და ამის მიმართ გულგრილები ვერ ვიქნებით

უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებები იანვარში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„საახალწლო არდადეგების დასრულებისთანავე სწორედ შეერთებულ შტატებთან გაიმართება მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი. მთავარია, როგორც პრეზიდენტმაც თქვა, არ იყოს ლაყბობა, ჩვენს წინადადებზე გაუთავებელი ყბედობა არ მოხდეს, რითაც დასავლეთი ცნობილია“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ნატო-ს საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის შეთანხმების გაუქმების შედეგად დარჩენილი „უპატრონო მიწის დაპატრონების“ გეოპოლიტიკური პროექტი უწოდა.

„ფაქტი, რომ რისი დაპატრონებაც ახლა სურთ, როგორც პუტინმა თქვა, ჩვენი სახლის კარია და რა თქმა უნდა, ამის მიმართ გულგრილები ვერ ვიქნებით“, – განაცხადა ლავროვმა.