შევხვდი ადამიანს, რომელსაც 4 შუნტირება აქვს და არაფრით არ შეიძლება მისთვის შიმშილი, მაგრამ ფეხს არ იცვლის – გიული ალასანია

„ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია გრძელდება. ამჟამად 12 კარავია გაშლილი.

„ნაცმოძრაობის” ოფისთან დღეს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა.

„ეს შიმშილობა მარტო ჩემი შვილის თავისუფლება არაა, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. შევხვდი ადამიანს, რომელსაც შუნტირება აქვს, 4 შუნტი აქვს დადებული და არაფრით არ შეიძლება მისთვის შიმშილი, ექიმები ეუბნებიან, უკრძალავენ და ფეხს არ იცვლის, კატეგორიულად არ მიდის. სხვებიც არიან, რომელთაც ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს, მაგრამ კატეგორიულად არსად არ მიდიან და აგრძელებენ შიმშილობას,”- აცხადებს გიული ალასანია.