ღარიბაშვილი ცდილობს ყველა უწყებაში თავისი კადრები ჰყავდეს წარმოდგენილი, რომლებიც უსიტყვოდ დაემორჩილებიან – ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ყველა უწყებაში საკუთარი კადრების დანიშვნას ცდილობს.

მისივე თქმით,  ღარიბაშვილს სურს ისეთი კადრები, რომლებიც უსიტყვოდ დაემორჩილებიან.

„ღარიბაშვილი ცდილობს, რომ მთლიანად თავისი კადრები ჰყავდეს ყველა უწყებაში წარმოდგენილი და ის კადრები, რომლებიც მას უსიტყვოდ დაემორჩილებიან და ვერავინ ვერ გაბედავს, რომ შეეპასუხოს მას. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა შიდა გადალაგების, სახელისუფლებო შტოში, რომ მაქსიმალურად გაიმყაროს პოზიციები,” – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს. იგი დღეს პრემიერმა წარადგინა.