„წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი” – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ საუბრობს

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში წინასაახალწლო სასიხარულო ამბავს ავრცელებს.

ფხაკაძე აცხადებს, რომ მათ, ვინც ბოტოქსს იკეთებს, 4 კვირა თავის შეკავება მოუწევს.

„წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ ვაქცინისაც.
კოვიდ ვაქცინა არის უსაფრთხო მათთვის, ვინც იყენებს ბოტოქსს.

გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ბოტოქსის გაკეთება ვაქცინის მიღებამდე 2 კვირით ადრე, ასევე ბოტიქსის პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ. ანუ 4 კვირა თავი უნდა შეიკავოთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბოტოქსის პროცედურა უსაფრთხოა. ჯანმრთელობას გისურვებთ,” – წერს გიორგი ფხაკაძე.