მთავარირეგიონი

ააიპ ქუთაისის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ააიპ ქუთაისის ტურისტულ – საინფორმაციო ცენტრის დირექტორად, მერიის თანამშრომელი ტატო ლილუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი თეკლე მორგოშია ავრცელებს.

ტატო ლილუაშვილი ამ დრომდე მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო კერძოდ, ტურიზმის სფეროში.

ლილუაშვილის განმარტებით, ორგანიზაციას ამ დროისთვის 9 თანამშრომელი ჰყავს. რაც შეეხება, ახალ შენობას რომელიც მერიამ კეთილმოაწყო, ახლადანიშნული დირექტორი ამბობს, რომ ცენტრი ახალ მისამართზე წლის ბოლოს გადავა.

კომენტარის დატოვება