თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ ვარ ხისტი, თუ სიმართლის თქმას, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ, თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ – შალვა პაპუაშვილი

თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ ვარ ხისტი; თუ იმ სიმართლის თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ. თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ადამიანი გულწრფელი იყოს თავის სიტყვებსა და საქმეში. რასაც აქამდე ვამბობდი და ვიტყვი ამის შემდეგ, იქნება ის სიმართლე, რისიც მჯერა და პირდაპირი დამოკიდებულება, რაც მექნება. დარწმუნებული ვარ, აქამდეც ეს აღქმა იყო, რომ გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და გიზიარებდით, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.