სირცხვილია, როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან, მათი პროგნოზი „ომიკრონთან” მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზებს – გიორგი ფხაკაძე

„ომიკრონი” არის საშიში, უფრო საშიში ვინდრე ეს ჩანს გარედან, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი და  პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

როგორც იგი აღნიშნავს, მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ აღარ ენდობიან საქართველოში ჯანდაცვის სისტემასა და  ვაქცინაციას. 

მისივე თქმით, საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ შემოიტანოს „ფაიზერის” დამატებითი დოზები და ასევე „მოდერნას” ვაქცინების.

„მოტყუებითი, „იოლი ფორმით გადაიტანა” არის მოჩვენებით ხასიათის. კოვიდის „ომიკრონის” ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვცელდება და შესაბამისად, უფრო ბევრ ადამიანს დასჯირდება ჯანგბადი და ჰოსპიტალიზაცია.

ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი „ომიკრონთან” მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის, ასტროლოგიურ პროგნოზებს. სირცხვილია უბრალოდ, როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან, რაც არ იცი ჯობია არ ილაპარაკო. მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ აღარ ენდობიან საქართველოში ჯანდაცვის სისტემასა და  ვაქცინაციას.

„ომიკრონი” არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად დაინფიცირდა 180,000 ადამიანი

პოლინეთში დღეს კოვიდისგან გარდაიცვალა 794 ადამიანი და 600 იყო აუცრელი. ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა.

შეჯამება:
„ომიკრონი” არის კოვიდი.

ომიკრონგადატანილს აქვს პოსტკოვიდური პრობლემები, ისევ როგორც „დელტა” ვარიანტის დროს (70% კოვიდ გადატანილებს ააქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები).

„ომიკრონი” არის ოდნავ უფრო იოლ ფირმაში, (დელტასთან შედარებით) მაგრამ არა ყველასთვის. აცრილებისთვის უფრო იოლ ფორმაშია, არა აცრილებში კი უფრო მძიმე ფირმაში.

„ომიკრონის” კატასტროფული გავრცელების შედეგად უდიდესი ზეწოლა უკვე არის ჰოსპიტალურ სექტირზე. იქ სადაც მოსახლეობა არის ნაკლებად ვაქცინირებული იქ საავადმყოფოებზე მოთხოვნა იქნება უფრო დიდი და სიკვდილიანობა იქნება უფრო მაღალი.

საქართველო დღესვე უნდა გადავიდეს მხოლოდ „ფაიზერის” ვაქცინაზე: პირველი დოზა მხოლოდ „ფაიზერი”; ვინც პირველი დიზა აიცრა „სინოვაკით” / „სინოფარმით” მე-2 დოზა უნდა იყოს მხოლოდ „ფაიზერი”; მე-3 დიზა (ბუსტერი) მხოლოდ „ფაიზერი”.

საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ შემოიტანოს „ფაიზერის” დამატებითი დოზები და ასევე „მოდერნას” ვაქცინები. (ამჯამად მე პირადად მოდერნას უწევ რეკომენდაციას განსაკუთრებით ბუსტერისთვის).

საქართველომ საწოლფონდის და ჟანგბადის სრული მზაობა უნდა განახორციელოს ყველა რეგიონში.

კივიდ პასპორტი არის გასაუქმებელი, მან თავისი ფუნქცია დაკარგა და ის უნდა გარდაიქმნას ვაქცინაციის საბუთად. დღეს ვაქცინირებული ხარ თუ არა, მხოლოდ  პროტოკოლის მიხედვით არის აზრიანი და თუ გადაიტანე ანდა დაიტესტე ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირი ეფექტი აღარ ააქვს.

სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს ყველგან სავალდებული  და გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი.

დახურილ სივრცეებში კვება/დალევა და ლაპარაკი უნდა იყოს აკრძალული/შემცირებული (მეტროში ნუ ლაპარაკობთ, ასე ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობთ). რესტორანში დაშორებით იჯექით პირბადის გარეშე, მაგრამ მაგიდიდან რომ ადგებით უნდა გამოიყენოთ პირბადე.

დისტანცია უნდა იქნას დაცული ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ხალხმრავალი შეკრებები უნდა იქნას მინიმუმამდე დაყვანილი

ყველა მაქსიმალურად უბდა გადავიდეს დისტანციურზე.

ვიყით პოზიტიურები და ასევე, პრაგმატულები. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ჩავკეტით ვირუსი”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

 

ცნობისთვის,დღეს  საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 711 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 61 პაციენტი.