პროგნოზის მიხედვით, შესაძლოა, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და დღიურად ვირუსის 10-დან 15 000-მდე შემთხვევა გვქონდეს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევებში დაავადება „დელტა“ შტამთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ამით საზოგადოება არ უნდა გათამამდეს.

მისივე თქმით, პროგნოზირების ინსტიტუტის მონაცემებით, შესაძლოა, ქვეყანა კორონავირუსის პიკში თებერვლის პირველ დეკადაში შევიდეს.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევების გამო ჰოსპიტალიზაცია არ გაზრდილა, გაიზარდა ზარები ცხელ ხაზებზე, ონლაინკლინიკებზე და ეს მოსალოდნელიც არის, რადგან ჯერჯერობით ძირითადად „დელტა“ შტამთან შედარებით, „ომიკრონის“ შემთხვევბი მსუბუქად მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან პროგნოზირების ინსტიტუტის, „ჰელსმეტრიკის“ ბოლო მონაცემებით, ჩვენ შესაძლოა, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შესაძლოა, დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს, რომლიდანაც 20-30 პროცენტი ლაბორატორიულად გამოვლინდება. ანუ, შესაძლებელია, დღიურად გვქონდეს 10-დან 15 000-მდე შემთხვევების დატვირთვა. საერთაშორისო მონაცემებით „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10-პროცენტამდე, „დელტას“ დროს კი ეს მაჩვენებელი 12-15-დან 20 პროცენტამდე იყო. ამიტომ, ჰოსპიტალიზაცია დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password