ჯანმოს ტექნიკური ჯგუფი: არსებულ ვაქცინებს განახლება შეიძლება დასჭირდეს, რათა „ომიკრონისა“ და კორონავირუსის მომავალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურობა უზრუნველყოფილი იყოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ არსებულ ვაქცინებს განახლება შეიძლება დასჭირდეს, რათა „ომიკრონისა“ და კორონავირუსის მომავალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურობა უზრუნველყოფილი იყოს.
ტექნიკურმა ჯგუფმა, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება, განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემადგენლობის ცვლილებას განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოზები უფრო ეფექტური უნდა იყოს ინფექციისგან დასაცავად.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინების შემადგენლობის განახლება საჭირო შეიძლება გახდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინები კვლავ უზრუნველყოფენ ჯანმოს მიერ რეკომენდებული დონის დაცვას შემაშფოთებელი ვარიანტებით გამოწვეული ინფექციისა და დაავადებისგან“, – ნათქვამია ჯანმოს ტექნიკური ჯგუფის განცხადებაში.