ბიძინა კულუმბეგოვი „ომიკრონზე“: ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე პაციენტების რისკის სიმცირის მიუხედავად, თუ დიდი რაოდენობით პაციენტი იქნება, შეიძლება, ბევრ ადამიანს დასჭირდეს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ის, რომ, სხვა ვარიანტებტან შედარებით, „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, სიმშვიდის საფუძველს არ ქმნის, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის პროპორციულად, გაიზრდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე პაციენტების რისკი, დაახლოებით, 50-70%-ითაა შემცირებული, ყველა ქვეყნის მონაცემი მიუთითებს, რომ „დელტა“ ვარიანტთან მიმართებით, თუ დიდი რაოდენობით პაციენტი იქნება, პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ერთეულებში თუ გადავიყვანთ, შეიძლება, ბევრ ადამიანს დასჭირდეს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის მზაობა აუცილებელია. მსოფლიოს განვითრებულმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის – ამერიკის შეერთებულმა შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და უსიმპტომო პაციენტები, რომელთაც გეგმიური კვლევისას, ან კონტაქტების ძიების დროს აღმოაჩნდებათ დადებითი ანალიზი და სიმპტომი არ აქვთ, იზოლაციისა და კარანტინის პერიოდი 5 დღემდე შეუმცირდათ“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.