იენს სტოლტენბერგი – ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა არის დიალოგის დროული შესაძლებლობა ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა არის დიალოგის დროული შესაძლებლობა ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ, „თვითერში“ წერს.

„ნატო-რუსეთის საბჭოს დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს. ეს არის დროული შესაძლებლობა დიალოგისთვის ევროპული უსაფრთხოების კრიტიკულ დროს. როდესაც დაძაბულობა მაღალია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავსხდეთ საერთო მაგიდასთან და ჩვენი პრობლემები გადავწყვიტოთ“, – აცხადებს სტოლტენბერგი.