თუ ინფიცირებული პირი დახურულ სივრცეში იყო, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი – გიორგი ფხაკაძე

საზოგადორებრივი ჯანდაცვის ექსპერტის და პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, თუ ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება გვერდზე მყოფი ადამიანებისთვის.

მისივე თქმით, ოთახები ყოველ 10 წუთში უნდა განიავდეს.

„კარგი ამბავი. სამედიცინო პირბადე ან FFP2 /N95 / KN95 არის კორონავირუსისგან თავდაცვის საკმაოდ ეფექტური საშუალება.

იხილეთ ბმულში პირველი ასეთი ტიპის კვლევა, რომელიც ჩატარდა კოვიდის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებზე, გარდა „ომიკრონისა|, ვერ მოასწრეს ჯერ.

შედეგები მოკლედ:
დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი (პრინციპში 5 წუთის მერე 90% არის უსაფრთხო). ტემპერატურა არ ამცირებს ამ დროს. ნესტისტიანობა კი ამცირებს ამ დროს 50%-მდე.

მაგალითი: ბათუმში, დახურულ (ფანჯრები დაკეტილია) საკლასო ოთახში შემოვიდა კოვიდ ინფიცირებული ადამიანი და მერე გავიდა იმ ოთახიდან. ეს ოთახი, სავარაუდოდ, 5-10 წუთში არის უსაფრთხო. თუ იმავე ოთახში იქნება ორპირი, ეს ოთახი არის უსაფრთხო 2-5 წუთში.

უმაგრესი ამბავია: გაანიავეთ ოთახები ყოველ 10 წუთში, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია და აიცერით მე-3 დოზა ფაიზერით ან მოდერნათი.

ერთი პატარ თხოვნა/რეკომენდაცია:
რესტორანში/კაფეში და, ზოგადად, მეგობრებთან/ნათესავებთან შეხვედრის დროს დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინირებულია 3-ჯერ და არაინფიცირებულია. 1 ადამიანი აინფიცირებს ყველას მის ირვგლივ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ საუბრობთ, ვინაიდან, თუ ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება გვერდზე მყოფი ადამიანებისთვის.

ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.