ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან – მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მისი ქვეყანაში შემოსვლისა და შემდგომ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. როგორც ექსპრეზიდენტმა თქვა, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოპოზიცია გაერთიანდა.

“ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში – აი რა მოიტანა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლამ. ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში – აი რა მოიტანა ჩემმა ჩამოსვლამ საქართველოში, ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია ისე როგორც არასდროს, ჩემმა ჩამოსვლა მოიტანა ის, რომ ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს.

მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო, ამიტომ, ვინც ის შემოიყვანა, არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო, ვისთვის ვარ მომეტებული საფრთხის წყარო? მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის, იმაზეც ვერ არიოს წყნარად, რომ ციხეში ვზივარ,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.