ბადრი ჯაფარიძე – „ოცნების“ ლიდერებისგან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია, ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა პოლიტიკური დევნის ახალ ტალღად შეფასდება

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებისგან“ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კატეგორიული განცხადებები ჯერ არ მოუსმენია.

ჯაფარიძის თქმით, მისთვის მანდატის მოხსნის საკითხს თუ განიხილავს „ქართული ოცნება“, ეს შეფასებული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობა.

„გუშინ, ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია წაყენებული გვაქვს, გუშინ რაღაც ახალი ბრალი გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ. მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის. ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password