თამარ ტალიაშვილი: რა უნდა თქვას სააკაშვილმა სასამართლოზე? რომ არა არაჟნებთან, არამედ მდოგვთან ერთად იმგზავრა?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საზღვრის გვერდის ავლით, არაჟნიანი ფურით ქვეყანაში შემოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სააკაშვილი არ სცემს პატივს საქართველოს საზღვრებს.

„რა განცხადება უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელიც ეხება საზღვრის უკანონო კვეთას? ერთადერთი, ალბათ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რომ არა არაჟნებთან, არამედ მდოგვთან ერთად იმგზავრა. თავისი ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობა მან დაამთავრა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით. ახლაც, საზღვრის გვერდის ავლით, არაჟნიანი ფურით ქვეყანაში შემოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სააკაშვილი არ სცემს პატივს საქართველოს საზღვრებს.