კვლევის წინასწარი თანახმად, AstraZeneca-ს გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს

კომპანია AstraZeneca-ს განცხადებით, კვლევის წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ კომპანიის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ანტისხეულების გაზრდილი პასუხი იმ ადამიანებში დაფიქსირდა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინით (Vaxzevria) ან მ-რნმ ვაქცინით აიცრნენ.

კომპანია AstraZeneca-ში აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები მხარს უჭერს ვაქცინის მესამე დოზის აუცილებლობას.

„ეს მნიშვნელოვანი კვლევები აჩვენებს, რომ Vaxzevria-ს მესამე დოზა იმავე ვაქცინის ორი საწყისი დოზის ან მ-რნმ და ინაქტივირებული ვაქცინების შემდეგ, აძლიერებს იმუნიტეტს COVID-19-ის მიმართ“, – აღნიშნა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ პოლარდმა.