გიორგი გამსახურდია სააკაშვილს – ზვიადი იძახდა, ის ზვიადი, შენ რომ კავკასიელ ჰუსეინს უწოდებდი, რომ ვინც ეცდება სადმე გადაკეთდესო, იქაური ვერ გახდება და ქართველობასაც დაკარგავსო

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესს ეხმიანება, სადაც ექსპრეზიდენტმა  ზვიად გამსახურდიაზეც ისაუბრა.

„არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში, კაცი ხუნტის წარმომადგენელი იყო კიევში, ეგრე წარუდგინა თავი ჟურნალისტს, მარია გრაჩიკს და შესაბამისად, რუსული ხუნტის ნარატივის თანახმად, ზვიადმა, კანონიერმა პრეზიდენტმა, უკანონოდ გადმოლახა საზღვარი. როგორც ჩემი საყვარელი კახელები იტყვიან, სად ერეკლეო..

P.S. ისე ჩამოყალიბდი, ყაზახი პოლიტიკოსი ხარ, უკრაინელი თუ ქართველი. ზვიადი იძახდა, ის ზვიადი, შენ რომ კავკასიელ ჰუსეინს უწოდებდი, რომ ვინც ეცდება სადმე გადაკეთდესო, იქაური ვერ გახდება და ქართველობასაც დაკარგავსო. ცნობისათვის, ისე რომ იცოდე…“, – წერს გიორგი გამსახურდია Twitter-ზე.

მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს კითხვით მიმართ – თუ რატომ არ ასამართლებენ გარდაცვლილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას საზღვრის უკანონო კვეთისთვის.

“ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნულუი გმირის წოდება, ის აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში,”- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.