იენს სტოლტენბერგი: ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვადები არ დაუდგენია

ნატოს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვადები არ დაუდგენია.

„უკრაინამ უკვე მოგვმართა ნატოში მიღების თხოვნით და ნატოს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან ამ საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რეფორმებისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების კუთხით, რათა ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნატოს კარი ღიაა.

ეს ნატოს უამრავ სამიტზე ითქვა. 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, თუმცა არ გვითქვამს როდის მოხდება ეს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში.