მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება – ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის

უკრაინის სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვლადისლავ გრიშენკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს  ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის.

,მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება.

სააკაშვილმა გადმოგვცა განცხადება მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მხარე რომელიც დაზარალებულს წარმოადგენს აქტიურად განახორციელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ გავვოცდით როდესაც გავიგეთ, რომ საქალაქო სასამართლომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის”, – აღნიშნა ადვოკატმა.