პაატა მანჯგალაძე: სადაც დავემთხვევით ოპოზიციას კონკრეტულ თემატიკაში, არანაირი კომპლექსი არ გვაქვს – დავემთხვევით, სადაც არა, ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებლად ბრძოლას

„სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, უქმად ჯდომას ნამდვილად არ ვაპირებთ, – ამის შესახებ„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ვაპირებთ მთელი რიგი ღონისძიებები ჩავატაროთ. სადაც დავემთხვევით ოპოზიციას კონკრეტულ თემატიკაში, არანაირი კომპლექსი არ გვაქვს – დავემთხვევით, სადაც არა, ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებლად ბრძოლას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.