ეს კვლევა თითოეულ სკოლაში უნდა იქნას გამოყენებული, რადგან საქართველოში კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია და კვლევა, რომელსაც იგი აქვეყნებს თითოეულ სკოლაში უნდა იქნას გამოყენებული, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს.

„კოვიდრისკების შეფასების დროს სკოლებმა ეს გრაფა უნდა გამოიყენონ. ბოლო კვლევა ბრიტანეთის (ოქსფორდის) და ამერიკის (კოლორადო ბოულდერ) უნივერსიტეტებიდან –  აჩვენებს ინფიცირების ალბათობას. გააჩნია, თუ რა გარემოში ხართ. ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია და ზემოაღნიშნული კვლევა თითოეულ სკოლაში უნდა იქნას გამოყენებული, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს.

ასევე, კვლევამ აჩვენა რომ სამედიცინო პირბადე, ნაკლები ლაპარაკი (სკოლაში ეს როგორ მოხერხდება, არ ვიცი ), დისტანციის დაცვა და ერთ სივრცეში ნაკლები ხნით გაჩერება ამცირებს კოვიდის გავრცელების რისკებს.

რისკები იზრდება თუ:
არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს;
სპორტული ვარჯიშების დროს;
სიმღერის დროს;
ყვირილისას;

დახურული სივრცეში ვენტილაციის გარეშე ყოფნის დროს (სივრცე ყოველ 10 წუთში სივრცე უნდა განიავდე აუცილებელია:
პერსონალური ჰიგიენის დაცვა;

საპირფარეშოების მკაცრი ჰიგიენური ნორმების და განიავების სტანდარტების დანერგვა.ჯანმრთელობას გისურვებთ”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე,

შეგახსნებთ, საქართველოში დღეიდან უმეტეს სკოლაში, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.