საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის სარჩელი დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის სარჩელი და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა.

ეს გადაწყვეტილება კი, პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაუქმებულია.

მოსამართლებ დაკისრებული 2 000-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.