ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმთა დასკვნა სააკააშვილზე უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით,  სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება რამდენიმე დღის წინ შეამოწმა და დასკვნას უახლოეს დღეში გაასაჯაროვებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, დასკვნაში შეფასებები იქნება როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე უფლებრივ ნაწილზე.

“ჩემმა კონსილიუმმა რამდენიმე დღის წინ განახორციელა მორიგი ვიზიტი რუსთავის N12 დაწესებულებაში. შეამოწმეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება და უახლოეს დღეებში კონსილიუმი თავად წარმოადგენს დასკვნა, რომელსაც საჯაროდ გაგაცნობთ”, – თქვა ლომჯარიამ.