იაგო ხვიჩია – „ლელო“ ძალიან არაკომუნიკაბელური პარტიაა, რომელიც საკუთარ კოლეგებს ვერ აგებინებს, რა უნდა პოლიტიკაში

ვისაც რიგგარეშე სხდომის მოწვევა უნდა, ვისაც ვინ უნდა ის მოიწვიოს, ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნები, მაგრამ უბრალოდ, თუ საქმის კეთება გვინდა, ეს ასე არ ხდება, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია „ლელოს“ ინიციატივას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე.

ხვიჩიას თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მსგავსი ინიციატივები ბრიფინგების დონეზე არ დგება.

„ვინაიდან, უბედური შემთხვევა მოხდა, გამოდიხარ და დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნას ითხოვ, ეს სერიოზული არ არის. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სერიოზულად თუ უყურებ, ამას სხვა სტანდარტის დაცვა სჭირდება.

ვისაც რიგგარეშე სხდომის მოწვევა უნდა, ვისაც ვინ უნდა ის მოიწვიოს, ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნები, მაგრამ უბრალოდ, თუ საქმის კეთება გვინდა, ეს ასე არ ხდება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მსგავსი ინიციატივების ბრიფინგების დონეზე დაყენება არ ხდება. საპარლამენტო საქმიანობა იმას ნიშნავს, რომ ვიღაც მოდის, მარწმუნებს, რომ ასეა საჭირო და შემდეგ თანხმობა მიაქვს. ვინმე თუ დაგასწრებს ჟურნალისტებთან მისვლას, აზრის დაფრქვევას და შემდეგ მთელი პარლამენტის მხარდაჭერას ითხოვენ, ასე არ ხდება, ადამიანთა საზოგადოება ასე არ ფუნქციონირებს. ჩვენ ასე არ ვიქცევით არც ქუჩაში, არც ოჯახში და მით უმეტეს, არც პარლამენტში. „ლელოს“ ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე ჩემი სოლიდარობის მიუხედავად, მათი მუშაობის სტილი არ მესმის. მგონია, რომ მათ შეთანხმებების მიღწევა არ უნდათ, რაც გასაკვირია იმ ხალხისგან, ვინც მთელი ცხოვრება შეთანხმებებზე, კონტრაქტებზე და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე დამყარებულ ბიზნესს განკარგავდნენ. „ლელო“ არის ძალიან არაკომუნიკაბელური პარტია, რომელიც საკუთარ კოლეგებს ვერ აგებინებს, რა უნდა პოლიტიკაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password