მიხეილ სარჯველაძე: მოსალოდნელი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში რამე თვისობრივი ცვლილება იქნება, ისინი კვლავ დესტრუქციულ ნაბიჯებზე იქნებიან ორიენტირებული

მოსალოდნელი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში რამე თვისობრივი ცვლილება იქნება. ისინი კვლავ დესტრუქციულ ნაბიჯებსა და დესტრუქციული პოლიტიკის გატარებაზე იქნებიან ორიენტირებული, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლის შანსს მხოლოდ დესტრუქციაში ხედავს,

„ვნახეთ, რომ ამ დრომდე ძალიან დიდი მარცხი და წარუმატებლობები განიცადეს. ამის მიზეზია ის, რომ მოსახლეობისთვის მიუღებელია ის დესტრუქციული დღის წესრიგი, რასაც საზოგადოებას სთავაზობენ. შესაბამისად, საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი აქ უნდა ნახონ. უმჯობესია, ეს გაანალიზონ და ძალისხმევა ხალხის სამსახურს მოახმარონ და არა დესტრუქციული ზრახვების განხორციელებას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.