კახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში უცხოური კომპანიის ჩართვას არ გამოვრიცხავ

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მეტროსადგურის მდგრადობის შესწავლა დასრულებულია, უკვე არსებობს რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოების დასაწყებად ტენდერი გამოცხადებულია.

„ამ ხნის განმავლობაში დეტალურად შევისწავლეთ მეტროსადგურის მდგრადობა და თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია, რომ არ შეგვექმნას იგივე პრობლემა, რაც წლების წინ მოხდა. ყველა ამ კვლევის შედეგი მიღებულია, გამოცხადებულია ტენდერი და ძალიან მალე გვეცოდინება ალბათ, გამარჯვებული კომპანია. როგორც კი ეს გვეცოდინება, დავიწყებთ სამუშაოებს. მარტივი არ არის ამ პროექტის განხორციელება, რადგან მეტრო თავისი შინაარსით სპეციფიკურია. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება კომპანიები, ვინც ამ პროექტის განხორციელებას შეძლებს. უცხოური კომპანიის ჩართვას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა კალაძემ.