წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია აირჩიეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კორნელი სალია აირჩია. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე. კორნელი სალიას 14-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

თავმჯდომარის არჩევნებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. არჩევის შემდეგ კი მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.