ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო მედიაში ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია მიმდინარეობს

როდესაც რამდენიმე დღის ინტერვალით, ორ საერთაშორისო მედიაგამოცემაში ქვეყნდება ერთი და იგივე შინაარსის სტატია, ეს ნიშნავს, რომ ამაში ვიღაც ფულს იხდის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრისას განუცხადა.

„არის რაღაც ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც რამდენიმე დღის ინტერვალით, ორ საერთაშორისო მედიაგამოცემაში ქვეყნდება ერთი და იგივე შინაარსის სტატია, ეს ნიშნავს, რომ ამაში ვიღაც ფულს იხდის. მით უმეტეს საეჭვოა ეს ყველაფერი, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტია ადამიანი, რომელსაც მაგალითად, დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი. აქედან გამომდინარე, ვინ შეიძლება იდგეს ასეთი კამპანიის უკან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან ადვილად განჭვრეტადი. აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რამდენად აღფრთოვანებულია „ნაციონალური მოძრაობა“ იმ სტატიებით, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ჟურნალისტი აქვეყნებს“, – განაცხადა კობახიძემ.