ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლები “ძველი გაგების” არიან, გაყიდულები, კლასიკური“ შევარდნაძის კადრები” – ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ – გიორგი ფხაკაძე

ეს არის კორუფციული მენტალიტეტი, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალურად შექმნილ  სამუშაო ჯგუფს, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმუშავებს.

ამასთან როგორც ექსპერტი აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლები “ძველი გაგების” არიან.

„ეს არის საქმის არცოდნა. ეს არის არაპროფესიონალიზმი.  ეს არის კორუფციული მენტალიტეტი. როგორ ეტყობა, რომ ახალი ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლები “ძველი გაგების” არიან ანუ არაპროფესიონალები, კორუმპირებულები, გაყიდულები, კლასიკური “შევარდნაძის კადრები”.

რა მიკვირს, იცით?! ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ,, ერთი და იმავე შეცდომებს ვუშვებთ და ერთი და იგივე “ექსპერტები” აგვარებენ საქმეებს …

ჯანდაცვის მინისტრის წარმატება არის ქვეყნის წარმატება… ერთი თვეც არ გასულა რაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაინიშნა და დიდი იმედგაცრუებაა. მართლა სამწუხაროა, ქვეყნის წარმატებაზე ხომ საუბარი არ არის …
დასკვნა, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს დარგის სპეციალისტი,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის,საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმუშავებს.

ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, მზადდება რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.