ბიძინა კულუმბეგოვი: შემდეგი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებასა და ბუსტერ დოზის დამატებას

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი არსებული ეპიდვითარების შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც კულუმბეგობი ამბობს, ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს.

„პანდემიის ეს ტალღა მიდის „სწორი მიმართულებით”, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიჰყვება.

შემდეგი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებასა და ბუსტერ დოზის დამატებას. დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ხვალ  10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს!“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი და ეპიდვითარების ამსახველ გრაფიკს აქვეყნებს.