ოთხ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს.