კახა კალაძე: უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა. ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება, კახა კალაძე აღნიშნა, რომ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ, ამით იხელმძღვანელოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.