სავარაუდოდ, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე, პოსტკოვიდური გართულებების გამო, შრომისუნარიანობას დაკარგავს – გიორგი ფხაკაძე

“საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ტალღა უკვე ურტყამს არაერთ ეკონომიკას, სადაც ინფიცირების დონე მაღალი იყო.

„სავარაუდოდ, საქართველოში კოვიდინფიცირებულების 60% -ს პოსტკოვიდური პრობლები ექნება.

სავარაუდოდ, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე შრომისუნარიანობას დაკარგავს, პოსტკოვიდური გართულებების გამო.

“პოსტკოვიდური სინდრომის” ანუ “გრძელი კოვიდის” ტალღა უკვე ურტყამს არაერთ ეკონომიკას, სადაც ინფიცირების დონე მაღალი იყო.

სავარაუდოდ, 1890 წლის “რუსული გრიპის” დროს და 1918 წლის “ესპანური გრიპის” დროს იყოს ეს “პოსტგრიპული” ტალღა. არსებული ისტორიული წყაროებიდან საუკეთესო მაგალითია ტანზანიაში “ესპანური გრიპის” შემდეგ შიმშილი, ვინაიდან გლეხებს არ შეეძლოთ მოსავლის მოყვანა.

შვეიცარიაში შარშან ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პოსტკოვიდი კოვიდ გადატანილების 53% აქვს და, ზოგადად, მსოფლიოს მონაცემებით კი 60%- მდეა. შვეიცარიაში უკვე შეიქმნა ცალკე პოსტკოვიდის პლატფორმა http://post-covid.hug.ch/

ბრიტანეთში ამჟამად მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა “პოსტკოვიდი” და ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ 19% ფიზიკურად ვეღარ მუშაობენ ჯანმრთელობის გაუარესების გამო,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.