ნატოს წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს გზავნიან

ნატო-ს განცხადებით, მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე თვითმფრინავებს გზავნიან შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის ფონზე.

ალიანსის განცხადების მიხედვით, დანია ფრეგატს გზავნის ბალტიის ზღვაში და ოთხ „F-16“ტიპის გამანადგურებელს ლიეტუვაში, ესპანეთი ნატო-ს საზღვაო ძალებისთვის გემის გადაცემას გეგმავს და ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნას განიხილავს. საფრანგეთმა რუმინეთში შეიარაღებული ძალების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა, ნიდერლანდები აპრილის თვეში ორ „F-35“ ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის ბულგარეთში, ამასთან, მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს სამხედრო გემები და შეიარაღებული ძალები. შეერთებული შტატებიც ალიანსის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ყოფნის გაფართოებას განიხილავს.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის მიესალმება მოკავშირეების მხრიდან დამატებითი ძალების გაგზავნას. მისი თქმით, ნატო გააგრძელებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით.