დავით მათიკაშვილი: უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალია მიბმული – ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს

ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება პარლამენტის ერთიან პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, თუ ამის აუცილებლობა იქნება, შეთანხმებული პოზიცია გამოცხადდება.

„უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არის მიბმული.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

რაც შეეხება პარლამენტის ერთიან პოზიციას, რა თქმა უნდა, მსჯელობა, შეთანხმება იქნება და თუ ამის აუცილებლობა იქნება, შეთანხმებული პოზიცია გამოცხადდება. სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო დონეზე, ქართულმა მხარემ ზუსტად, მაქსიმალურად და ხაზგასმით დააფიქსირა თავისი პოზიცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის.