დიმიტრი პესკოვი: რუსი სამხედროები რუსეთის საზღვრებთან ნატოს აქტიურობას ვერ უგულებელყოფენ

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები რუსეთის საზღვრებთან ნატოს აქტიურობას ვერ უგულებელყოფენ.

„მსგავსი ქმედებები და ჩვენს საზღვრებთან ნატოს გაზრდილი აქტიურობა არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ჩვენი სამხედროების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის.