საწოლფონდის დაახლოებით 45%-ია თავისუფალია, იგივე შემიძლია ვთქვა, ბავშვების საწოლფონდზეც – თამარ გაბუნია

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 87 609 აქტიური შემთხვევაა. აქედან ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს 4595 პაციენტი, რეანიმაციაში კი 283 ადამიანი იმყოფება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკორდიინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი სააკორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა არის „ომიკრონის“ ფონზე შემთხვევების მატება და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა ამ ნაკადებს უპასუხოს. დილის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევაა 87 609, აქედან 4 595 პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 963-ია, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 283. როგორც ხედავთ, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას. დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო შემთხვევების მატება, თუმცა, განმარტებების, ოჯახის ექიმების აქტიური მუშაობით და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის და არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები რჩებიან ბინაზე და იქ აგრძელებენ მკურნალობას,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.