ყველაფერი ვიცით,ყველაფრისთვის მზად ვართ, პანიკის საფუძველი არ არსებობს – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, „ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის და პანიკის საფუძველი არ არსებობს“.

„ყველაფერი ვიცით. ყველაფრისთვის მზად ვართ. გვჯერა უკეთესის და ვაკეთებთ ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენს პარტნიორებთან, დიპლომატებთან და, რაც მთავარია, ჩვენს სამხედროებთან ერთად. ისინი საუკეთესოები არიან, ისინი ჩვენ გვიცავენ, ჩვენ კი ისინი უნდა დავიცვათ, ვიყოთ მშვიდად და არ ვიყვიროთ „საქმე წასულია“. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. პანიკის საფუძველი არ არსებობს, – განაცხადა ზელენსკიმ.