გივი მიქანაძე – თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა პარლამენტში შორს ვარ იმის წარმოდგენიდან, რომ ისინი რეალურად გააჟღერებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ეს პარტია კვლავ ეცდება, საპარლამენტო საქმიანობაში დესტრუქცია შეიტანოს.

„თუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ეს იქნება კარგი იმისთვის, რომ თავიანთი ამომრჩევლის პოზიციები გააჟღერონ, თუმცა, შორს ვარ იმის წარმოდგენიდან, რომ ისინი რეალურად გააჟღერებენ ისეთ საკითხებს, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კვლავაც ეცდებიან დესტრუქციის შემოტანას, რაც, როგორც გასული თვეების განმავლობაში ვნახეთ, არ გამოუვიდათ და ეს არასდროს არ გამოუვათ“, – აცხადებს გივი მიქანაძე.

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.