გიორგი ფხაკაძე – ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი საბჭო, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით მსჯელობს, ჩვეულებრივი კომუნისტური გადმონაშთია – ეს საბჭო ფარსია

„მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას საქართველოში თურქული ფარმაცევტული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მაგრამ უნდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ იმპორტიორებისადმი მოწოდებით, შემოიტანონ მედიკამენტები, პრობლემა ვერ გადაიჭრება და ჩაკეტილ წრეს ვერ გაარღვევს. – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, „ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი საბჭო, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით მსჯელობს, ჩვეულებრივი კომუნისტური გადმონაშთია და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. პირდაპირ ვაცხადებ, ეს საბჭო ფარსია და მათ პრემიერ-მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს”

„რა არის გამოსავალი?  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე უნდა გადავიდეს. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ერთიანი ელექტრონული სისტემა და უნდა არსებობდეს პაციენტის ელექტრონული ბარათი. საქართველოს მოქალაქის პირად ნომერზე უნდა იყოს მიბმული მისი პირადი ჯანდაცვის ელექტრონული ბარათი, სადაც იქნება თავმოყრილი პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. პაციენტზე ჩატარებული ყველა ლაბორატორიული ანალიზის, ინსტრუმენტული გამოკვლევის, სამედიცინო მანიპულაციის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ერთ ადგილას აკუმულირებული. იქვე უნდა იყოს მითითებული დიაგნოზი და სამკურნალო დანიშნულება.

თუ არ იქნება შემოღებული ელექტრონული ბარათი, ის ნამდვილად კარგი ინიციატივები, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, პრაქტიკულად ვერ განხორციელდება. როგორც ჟენევიდან ვხედავ, პრემიერ-მინისტრმა შეაფასა არსებული პრობლემები და გამოსავლის პოვნას ცდილობს. ეს ჩანს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არ არის ჯანდაცვის დარგის ტექნიკური სპეციალისტი, სამწუხაროდ, არც ჯანდაცვის მინისტრია ასეთი.

საკითხი დგას შემდეგნაირად – მრჩევლებს, რომლებიც პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს ტექნიკურ რჩევებს აძლევენ, პირველი პირები შეცდომაში შეჰყავთ და, შედეგად, სახელმწიფო ზარალდება. პირდაპირ ვთქვათ სიმართლე – მრჩევლები დაინტერესებული პირები არიან  სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა.

მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას საქართველოში თურქული ფარმაცევტული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მაგრამ უნდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ იმპორტიორებისადმი მოწოდებით, შემოიტანონ მედიკამენტები, პრობლემა ვერ გადაიჭრება და ჩაკეტილ წრეს ვერ გაარღვევს. ასევე ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი საბჭო, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით მსჯელობს, ჩვეულებრივი კომუნისტური გადმონაშთია და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. პირდაპირ ვაცხადებ, ეს საბჭო ფარსია და მათ პრემიერ-მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ამასთან, როგორც ექპსერტი ამბობს, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა ძალიან კარგი, უპრეცედენტო და რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა მისივე თქმით, პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი, სავარაუდოდ, კორუმპირებული პირების მიერ, რომლებსაც მხოლოდ პირადი მოგება აინტერესებთ.”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

წაიკითხეთ სრულად