გუბაზ სანიკიძე ოპოზიციაზე: ნულების პარადია, ჩემ თავსაც ვგულისხმობ

„ნულების გადანაცვლებით, ნულების პარადია… ჩემ თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს კი ნუ ეწყინება“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში, „რეაქციაში“ სტუმრობისას, ოპოზიციაზე საუბრისას.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა სანიკიძე დღევანდელ ოპოზიციას „ზეროდ“ (ნულად), სანიკიძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, აბა რა! ვიღაც მეტი დოზით, ვიღაც – ნაკლებით. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს – ზოგთან, შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან საერთოდ განულებული მაქვს ნდობის საკითხი, რადგან დანამდვილებით ვიცი, ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ერთ კაცში ვარ ბოლომდე, 100%-ით დარწმუნებული, რომელიც ამ ხელისუფლებასთან არ არის შეკრული – ეს არის მიხეილ სააკაშვილი და თავს მის თანამებრძოლად მივიჩნევ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.