პაატა მანჯგალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დაკავებულია მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ მათ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება ემოციაზე დაფუძნებული

მე მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა, დაკავებული არის მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და მათ უჭირთ მთელ რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება ემოციაზე დაფუძნებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ ამ ემოციურ გადაწყვეტილებებთან ერთად, აუცილებლად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც პრაგმატულია. დიახ, პრაგმატულია, რომ „ქართული ოცნება“ ვამხილოთ ყველა პლატფორმიდან“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.