NDI – ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 83% უჭერს მხარს, ნატო-ს წევრობის მომხრე კი 77%

მოსახლეობა კვლევაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 83 პროცენტი დადებითად პასუხობს. ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია რვა პროცენტისთვის, ხოლო კიდევ რვა პროცენტმა არ იცის. 2021 წლის ივლისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა შვიდი პროცენტით არის გაზრდილი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეები, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად თანხმდებიან, რომ რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია. კვლევის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა.

ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 77 პროცენტი. 11 პროცენტი წინააღმდეგია, ხოლო 12-მა პროცენტმა არ იცის. ივლისის მონაცემებთან შედარებით, ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი სამი პროცენტით არის გაზრდილი.

ამასთან, ნატო-ს შემთხვევაშიც, გაწევრიანების მომხრე როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობაა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password