სემეკი „თელმიკოსა” და „თელასის” შემოწმებას მომდევნო კვირიდან იწყებს – „თუ მომხმარებლისთვის არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, კომისია სანქცირებაზე იმსჯელებს”

კომპანია „თელმიკოსა” და „თელასის” შემოწმებას სემეკის სპეციალისტებით დაკომლექტებული ჯგუფი მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ თუკი დადგინდა რომ მოქალაქეებმა ზედმეტი გადასახადი გადაიხადეს, ეს დაკორექტირდება და მომდევნო თვის გადასახდელების ანგარიშზე დაჯდება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიდებიან.

„იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ეს დაუკორექტირდებათ აბონენტებს და ზედმეტად გადახდილი თანხები დაუჯდებათ მომდევნო გადასახდელების ანგარიშში და გაექვითებათ და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კომპანიებისთვის გაორმაგებული მოცულობით დაჯარიმების შესახებ.

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შევა კომპანიებში და მონაცემთა ბაზებს შეამოწმებს, კერძოდ, დარიცხვების სისწორეს და კანონიერებას. იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი მარეგულირებელი კომისია იმსჯელებს სანქცირებასთან დაკავშირებით. გასულ წელს ორივე კომპანია დაჯარიმებული გვყავს.,“ – აცხადებს დავით ნარმანია.